воскресенье, 20 ноября 2011 г.

პლანეტა დედამიწაჩვენი საერთო სახლი

1. პროექტის სახელწოდება: ,,პლანეტა დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“ „Общий дом-планета Земля“
2. პროექტის მთავარი იდეა: გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, ბუნებას, გარესამყაროს.
3. პროექტის აქტუალობა: დედამიწა საფრთხის წინაშე დგას, რასაც მოწმობენ გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოგენური კატასტროფები.
4. პროექტის მიზნები: ჩაუნერგოს ბავშვებს ბუნებისა და გარესამყაროსადმი სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულების გრძნობა. გააცნოს მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები გარესამყაროს მიმართ.
5. მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ნოემბერი2011-მარტი 2012
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება,დასუფთავებული სკოლის ეზო, გაშენებული ნარგავები; კედლის გაზეთი.შიდა სასკოლო საკონფერენციო  თემები.
8. პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები : წიგნები,ენციკლოპედია, ინტერნეტი, პროექტორი,ნერგები,სამუშაო იარაღები(ფოცხი,ნიჩაბი)
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კლასის დაყოფა ჯგუფებად, მითითების მიცემა, დავალების გადანაწილება: მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; სკოლის ეზოსა და ნაკვეთში ნარგავების დარგვა; კედლის გაზეთის გამოშვება; შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება გარემოს დაცვის თემაზე (თემაში მოყვანილი იქნება მათ მიერ მოძიებული ქართველი და რუსი მწერლების  ნაწარმოებები ადამიანისა და ბუნებისა და ბუნების ურთიერტდამოკიდებულებაზე).
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საკონფერენციო თემები დაკავშირებულია ბიოლოგიასთან,გეოგრაფიასთან,ისტთან; მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაზრდა; რუსულ ენაზე ინფორმაციის მოძიება, გაგება, სხვისთვის გადაცემა, შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : მაია ბუიღლიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maiabuiglishvili@gmail.com
 1 3. პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგიhttp://maiabuiglishvili.blogspot.com/